ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თამარ ჩერგოლეიშვილი: ზელენსკიმ დიდებულად იცის რას ნიშნავს რუსეთის დასუსტება და ძალთა ბალანსის შეცვლა ივანიშვილისთვის - იცის რომ ივანიშვილს მანევრი შეეზღუდა

თამარ ჩერგოლეიშვილი: ზელენსკიმ დიდებულად იცის რას ნიშნავს რუსეთის დასუსტება და ძალთა ბალანსის შეცვლა ივანიშვილისთვის - იცის რომ ივანიშვილს მანევრი შეეზღუდა
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი განმარტავს, რატომ დაიწყო უკრაინული მხარის ინიციატივით „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაცია.
💬„ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს.
სინამდვილეში ზელენსკის ნაბიჯი ძალის პოზიციიდანაა გადადგმული - ძალის საჩვენებელი ჟესტია. ერევნის სამიტი რუსეთის დასუსტების კაშკაშა სიმბოლოა - თავისუფალი სამყარო, ერთ დროს, “რუსეთის ვასალის ტერიტორიაზე”! ზელენსკიმ დიდებულად იცის რას ნიშნავს რუსეთის დასუსტება და ძალთა ბალანსის შეცვლა ივანიშვილისთვის - იცის რომ ივანიშვილს მანევრი შეეზღუდა. ისიც დიდებულად იცის, რომ ივანიშვილი მოწყვლადია და ახალი ძალთა ბალანსის პირობებში დასავლეთთან ნორმალიზაცია სჭირდება.
ერევნის სცენით, ზელენსკიმ პუტინს აჩვენა რომ მის ვასალს ელაპარაკება მისი ყოფილი მოკავშირის დედაქალაქში, უკრაინის მეგობრების, თავისუფალი და ძლიერი სამყაროს გარემოცვაში. ისეთივე ჟესტია, როგორც ზელენსკის გაცემული ნებართვა აღლუმის ჩატარებაზე მოსკოვში 9 მაისს“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
🔻თამარ ჩერგოლეიშვილი ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებას. ზარქუას თქმით, ზელენსკი უთავმოყვარეო ლიდერია, რომელიც იძულებული გახდა, ჯერ შეხვედრა ეთხოვა და შემდეგ მისულიყო კობახიძესთან.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.