რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის აღების გამარტივება ნიშნავს, რომ მოსკოვი ახალ ჯარისკაცებს ეძებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მან აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, ითანამშრომლოს მოლდოვასთან დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცესის გამარტივების შესახებ მოსკოვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივი შეფასებისა და ქმედებები საკითხზე.
,,გუშინ რუსეთის ახალი ნაბიჯი იყო დნესტრისპირეთის მიმართ: რუსებმა გაამარტივეს მოლდოვის ამ რეგიონის მაცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის აღება. სპეციფიური ნაბიჯია და არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ამდაგვარ თავისთვის ახალ ჯარისკაცებს ეძებს, ვინაიდან მოქალაქეობა სამხედრო მოვალეობას ნიშნავს. ეს ასევე რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის, როგორც ვითომდა თავისი ტერიტორიის მონიშვნაა. ისინი მოსკოვში ხშირად ეუბნებიან სხვადასხვა თანამოსაუბრეს, რომ მათ თითქოსდა მხოლოდ დონბასი აინტერესებთ. რეალურად, გაცილებით მეტი, ვიდრე მხოლოდ დონბასი. ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ. მით უმეტეს, ვინაიდან დნესტრისპირეთში სამხედრო კონტინგენტი და სპეცსამსახურების განლაგება – ჩვენთვისაც გამოწვევაა. ჩვენს ინტერესებშია სტაბილური, ძლიერი მოლდოვა… რუსეთმა მეტი უნდა იფიქროს თავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობის გადაზიდვაზე, და არა სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებზე და სხვა ერების მიწაზე,” – განაცხადა ზელენსკიმ.




