ლევან სუთიძე: აბსოლუტურად წარმოუდგენელი მგონია ამ განწყობებით, რაც საქართველოშია, ბიძინამ აბორტის აკრძალვაზე სერიოზულად იფიქროს. ხალხმა პატრიარქი ლანძღა, ბიძინას დაინდობს?

“ტაბულა”-ს რედაქტორი ლევან სუთიძე:
ქართული ოცნება პლაკატის ფერს არ ცვლის საზოგადოებრივი განწყობების კვლევის გარეშე. აბსოლუტურად წარმოუდგენელი მგონია ამ განწყობებით, რაც საქართველოშია, ბიძინამ აბორტის აკრძალვაზე სერიოზულად იფიქროს. ხალხმა პატრიარქი ლანძღა, ბიძინას დაინდობს? :დ
უმნიშვნელო ბარიერები, შეიძლება – მაგრამ აკრძალვა? რავიცი, მობეზრებიათ აბა ხელისუფლებაში ყოფნა :დ
ეს რომ პოპულარული თემა იყოს, პატრიარქი ვერ დაასწრებდათ.
კათალიკოსი ილია ამაზე არც კი ჩურჩულებდა – დასავლური ეკლესიებისგან განსხვავებით, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებებს ისიც იღებდა საზოგადოებრივი განწყობებით.
შიო მესამე აბორტზე საუბარს გააღრმავებს (ამას თუ სწორად და სწორი მიმართულებით გააკეთებს და არა ისე, როგორც ქნა, მხარდაჭერაც ექნება და პოზიტიური გავლენაც) მაგრამ აქაც პრაქტიკულად გამოვრიცხავ აკრძალვის სერიოზულ მოთხოვნას (დეკლარაციულად შეწყალებასაც ითხოვენ).
ეკლესიამ იცის, რომ მრევლი და საზოგადოება ვერ აღიქვამს მუცლადმყოფს ადამიანად, აქ აკრძალვას ექნება უკურეაქცია და ცუდი შედეგები. დემოკრატიაც არ გაგიშვებს და დიდი უკუძალით დაგარტყამს.
ამასთან, პრობლემა მხოლოდ განათლებაში არ არის, ამ აღქმებშია. კარგი დასაწყისი იქნებოდა ხარების დღესასწაულის მნიშვნელობის გამოკვეთა. რთულია წარმოდგენების კონტროლი, როცა განკაცების დღესასწაულად უმრავლესობა სწორედ შობას აღიქვამს.
ქვეყნის ევანგელიზება არ მომხდარა, რადგან ბოლო ასი წლის განმავლობაში სამწუხაროდ არანაირი მოციქულთასწორი არ მჯდარა კათედრაზე.
ტაძართა აღმაშენებელი, კი ბატონო.
მისი უწმინდესობა ჩვენთან იქნება დიდხანს, მას აქვს ქვეყნის არსებითად და არა ნომინალურად გაქრისტიანების შანსიცა და რესურსიც, თუ მტრებს იქ არ დაინახავს, სადაც მისი წარმატება სურთ და თუ ამ რესურსს არ გაფლანგავს დაპირისპირებაში, რომელიც არავის სჭირდება.
ავლაბრიდან კალიფორნიაში ჩხუბი არაფერს მოიტანს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: 201 000 ლარის 3 მანქანას, 152 700 ლარის 6 მოტოს, 10 000 ლარის წყლის ტრანსპორტს ფლობს სამეგრელოს მილიონერი დელეგატი, ილია ინჯია. ანდრია ზუგდიდიდან კი, ნათხოვარ ეტლში ჯდომისგან უკვე დიდი ხანია იტანჯება