პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების წესებს ამარტივებს

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების წესებს ამარტივებს – გადაწყვეტილება კრემლმა „ადამიანის უფლებების დაცვის“ მოტივით ახსნა. პუტინის ბრძანებით, დნესტრისპირეთის 18 წელს მიღწეულ მცხოვრებლებს რუსული პასპორტის მისაღებად აღარ მოეთხოვებათ რუსეთში 5 წლის განმავლობაში ცხოვრება, რუსული ენის ცოდნა და ქვეყნის ისტორიისა და კანონმდებლობის გამოცდის ჩაბარება. განაცხადის შეტანა შესაძლებელი იქნება პირდაპირ დნესტრისპირეთში მოქმედ რუსეთის საელჩოებსა და საკონსულოებში.

ასევე დაგაინტერესებთ