მედია: ბევრმა არ იცის, რომ ქალი, რომელიც პატრიარქს მხარზე ეამბორა, მისი და არის – “ლელა საოცარი ადამიანია, 5 შვილის დედა” – რა არის ცნობილი შიო III-ის ერთადერთი დის შესახებ

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი ფურ­ცე­ლი გა­და­ი­შა­ლა. ზუს­ტად 13:00 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სის ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­წყე­ბულ­მა გა­ფარ­თო­ე­ბულ­მა სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბამ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ, ქვეყ­ნის ახა­ლი სუ­ლი­ე­რი წი­ნამ­ძღო­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა. წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­მა, სამ­ღვდე­ლო­ე­ბამ და ერის­კაც­თა წარ­მო­მად­გენ­ლებმა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი) აირ­ჩი­ეს.

  • ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა მო­უ­ლოდ­ნე­ლი, რად­გან ჯერ კი­დევ კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­სას ყვე­ლა­ზე მეტი, 20 ხმა, სწო­რედ მან მი­ი­ღო სი­ნო­დის­გან.

49-წლი­ა­ნი ეპო­ქის შემ­დეგ, რო­მე­ლიც უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბო­და, ეკ­ლე­სი­ის მე­სა­ჭის კვერ­თხი მის­მა რჩე­ულ­მა მო­საყ­დრემ ჩა­ი­ბა­რა. სა­მე­ბის ტაძ­რის გარ­შე­მო შეკ­რე­ბი­ლი მრევ­ლი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ზა­რე­ბის რეკ­ვი­თა და სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა.

“სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლი­უ­რი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რია უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს – პატ­რი­არ­ქი, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ -აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი, დიდი მე­უ­ფე, მა­მაი ჩვე­ნი შიო მე­სა­მე, აქ­სი­ოს!“- გა­ნა­ცხა­და ხმის დამ­თვლე­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, მე­უ­ფე ანა­ნია ჯა­ფა­რი­ძემ კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ.

  • დღეს სა­მე­ბი­დან გა­მო­სულ პატ­რი­არქ შიო მე­სა­მეს ეზო­ში უამ­რა­ვი მომ­ლოც­ვე­ლი ელო­და. ისი­ნი ახა­ლარ­ჩე­ულ პატ­რი­არ­ქს შე­ძა­ხი­ლე­ბით შეხ­ვდნენ. “გვიყ­ვარ­ხარ პატ­რი­არ­ქო!”, ის­მო­და დღეს სა­მე­ბის ეზო­ში.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გავ­რცელ­და უამ­რა­ვი ფოტო, ვი­დეო სა­მე­ბის ეზო­დან, მაგ­რამ მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო ბერი ან­დრია გე­წა­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დეო კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ პატ­რი­არქ შიო მე­სა­მეს თა­ვი­სი და, ლელა მუ­ჯი­რი მხარ­ზე ეამ­ბო­რე­ბა.

 

პატ­რი­არ­ქო­ბის სამ კან­დი­დატს შო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ყვე­ლა­ზე მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია შიო მუ­ჯი­რის შე­სა­ხებ იცო­და. ბევ­რი მათ­გა­ნი დღეს გა­ი­გებს, რომ შიოს ჰყავს და, რო­მე­ლიც დღეს ძმას სა­მე­ბის ეზო­ში ელო­და.

  • ლელა მუ­ჯი­რი ხუთი შვი­ლის, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დაა. ის პატ­რი­არ­ქის ერ­თა­დერ­თი დაა. პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გი გახ­ლავთ. ის ხში­რად სტუმ­რობს სხვა­დას­ხვას გა­და­ცე­მებს რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი, მუ­შა­ობს ბავ­შვებ­თან, მაგ­რამ ძმა­ზე სა­ჯა­როდ არა­სო­დეს უსა­უბ­რია.

“ლელა სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, თავ­მდაბ­ლო­ბა ამ ოჯა­ხის მთა­ვა­რი ნი­შა­ნია, ამ კად­რე­ბი­თაც მიხ­ვდე­ბით რო­გო­რი მო­წი­წე­ბა აქვს მისი ძმის მი­მართ“ – გვიყ­ვე­ბა ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ