ელისო ჯარიაშვილი: ეს არაა საკმარისი, ნაწამებია 300-400 ადამიანი, ყველა მოძალადე და ხელის დამფარებელი უნდა დაისაჯოს! ჩვენმა აქტიურობამ მიახვედრა სისტემა, რომ დაფარული დიდხანს ვეღარ დარჩებოდა დამნაშავის ვინაობა

ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი:
ვინც უნდა იყოს დაჭერილი, ფაქტია, რომ გამოძიებას 1.5 წელია, არაფერი არსებითად არ გაუკეთებია.
ჯერ კიდევ 5 მაისის მდგომარეობით, გამოკითხვები დასრულებული ჰქონდათ 2024 წლის 13 დეკემბერს.
რა მოხდა ამ ორ დღეში?!
წელიწადნახევარი თუ არ იყო უტყუარი მტკიცებულებები, ახლა გაჩნდა?! როგორ გაჩნდა?! გამოკითხეს ჩემ მიერ დასახელებული პირი და მისი უშუალო უფროსები?!
ფაქტია, მთელი ეს დრო იცოდნენ, ვინ იყო თავდამსხმელი და მხოლოდ ახლა თქვეს, როცა იძულებული გახდნენ, ემოქმედათ?!
და ვიმეორებ, ეს არაა საკმარისი, ნაწამებია 300-400 ადამიანი, ყველა მოძალადე და ხელის დამფარებელი უნდა დაისაჯოს!
ჩვენმა აქტიურობამ მიახვედრა სისტემა, რომ დაფარული დიდხანს ვეღარ დარჩებოდა დამნაშავის ვინაობა და ამან
აიძულა, გადაედგათ ნაბიჯი.
თქვან ისიც, ამდენ ხანს ვინ უშლიდა ხელს მართლმსაჯულებას?!