„ფორმულაზე“ გადაცემაში „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“ გასული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს

„ფორმულაზე“ გადაცემაში „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“ გასული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს, ის საქართველოში არ იმყოფება, გამოკითხვა ონლაინ ფორმატში გაიმართება
➡️ დღეს ასევე გამოკითხვაზე დაიბარეს ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილიც
📌 ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, წელიწადნახევრის შემდეგ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ პირი, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. კერძოდ, ის ირიცხებოდა მართლწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარ სამმართველოში და იმ ე.წ. „დამრბევთა“ დანაყოფის წევრი იყო, რომელიც აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.
🔻 მას შემდეგ, რაც „ფორმულა“ მოძალადე ყოფილ სპეცრაზმელს დაუკავშირდა, მან სოციალური ქსელებიდან ყველა მაიდენტიფიცირებელი ფოტო და ვიდეო მასალა სასწრაფოდ წაშალა. აღნიშნული რეპორტაჟი „ფორმულას“ ეთერში გუშინ გავიდა და კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისა და დამნაშავეთა დაუსჯელობის საკითხი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!