გიორგი მელაშვილი: გიორგობა დღეს, ამ სურათზე დიდი ბოროტება უბრალოდ წარმოუდგენელია. სტუდენტების დაკავება, საკუთარი უნივერსიტეტის წინ, საკუთარი მეგობრების თვალწინ, ტროტუარზე დგომისა და სამშობლოს სიყვარულისთვის

„ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილი:
ეს ფოტო მინდა, რომ მთელმა საქართველომ ნახოს.
გიორგობა დღეს, ამ სურათზე დიდი ბოროტება უბრალოდ წარმოუდგენელია. სტუდენტების დაკავება, საკუთარი უნივერსიტეტის წინ, საკუთარი მეგობრების თვალწინ, ტროტუარზე დგომისა და სამშობლოს სიყვარულისთვის – ეს არის ზუსტად ის ბოროტება, რომელიც უნდა დამარცხდეს.
მჯერა, რომ წმინდა გიორგის შეწევნით, ამ ბოროტებას და მის ყველა თანამონაწილეს ქართველი ხალხი აუცილებლად დაამარცხებს.
„ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”