„ვიცით, „ქართული ოცნება“ ნერვიულობს, ჩვენ გვექნება მშვიდობიანი დიდი თავყრილობა – გიორგი ვაშაძე

26 მაისს ვიკრიბებით, იარეთ ჩვენთან ერთად თბილისში და ნახეთ, რამდენ ადამიანს შევეხმიანებით, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 26 მაისს იქნება მშვიდობიანი დიდი თავყრილობა.
„ვიცით, „ქართული ოცნება“ ნერვიულობს, ჩვენ გვექნება მშვიდობიანი დიდი თავყრილობა. ჩვენი ამოცანაა ისტორიული მისიის შესრულება, საქართველო მართლა გავიყვანოთ სამშვიდობოს, გავხადოთ ევროკავშირის წევრი და, რაც მთავარია, ამისთვის გავაერთიანოთ და ერთ მუშტად შევკრათ საზოგადოება. „ოცნების“ ამოცანაა, გაგვგლიჯოს და დაგვაპირისპიროს. მათ არასოდეს ავყვებით. ამიტომ 26 მაისს, საღამოს 19:00 საათზე ყველას გელოდებით რუსთაველზე. თბილისში ყოველდღე დავდივართ, ორშაბათიდან გამომყევით და ნახავთ, თუ არ ვაკეთებთ ძალიან ბევრს, როგორ შეგხვდება და დაგხვდება ძალიან ბევრი ადამიანი. მათგან განსხვავებით, არც დაცვა გვეყოლება და არც რაღაც ჯებირებს დადგამენ ჩვენ გარშემო. ვივლით ხალხში, როგორც ახლა ვდგავარ აქ. წარმოიდგინეთ, აქ მოსასვლელი პირიც კი არ აქვთ, ამ დღეში ჩაიგდეს თავი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია