ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…

“კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს, უთხრეს, რომ ფასების შემცირება ცუდია და ახლა ის არა ფესების შემცირებას, არამედ ზრდას, თან არანაკლებ 3%-იან ზრდას გვპირდება.

აგერ მისი სიტყვები: “რა თქმა უნდა, ჩვენი საბოლოო ამოცანა ინფლაციური პროცესების დასტაბილურებაა და ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ სხვადასხვა სტრუქტურასთან, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ ინფლაციური პროცესები სტაბილურად გაგრძელდეს, ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია და მნიშვნელოვანია 3%-ს ქვემოთ არ ჩამოსცდეს ინფლაცია, რადგან ეს აფერხებს, მაგრამ არც ამ ნიშნულს უნდა ასცდეს მნიშვნელოვნად. შესაბამისად ჩვენ უნდა ვმართოთ ინფლაციური პროცესები, რაზედაც ვმუშაობთ ყველა სტრუქტურასთან”.

გულუბრყვილო ხალხს შეიძლება სჯეროდა, რომ მთავრობა ფასებს დაწევდა, მაგრამ ვისაც მთავრობის უსიტყვოდ სჯერა, იმას ყველაზე ხშირად ატყუებენ. ასე რომ, ახლა ფასების შემცირების ნაცვლად იმის იმედად უნდა იყოს ხალხი, რომ ფასები ძალიან მაინც არ გაიზრდება. თორემ კომერციული ბანკებისა და ბიუჯეტის შემოსავლების ზრდისთვის ფულის ბეჭდვაა საჭირო, ფულის ბეჭდვა კი ინფლაციას იწვევს, ხალხმა კი გაგებით უნდა მიუდგეს ამ საკითხს, გაიჭირვოს და შეეგუოს ფასების ზრდას, თორემ, აბა, ბანკების მოგების შემცირება გინდათ?”

დაწერა პარტია “გირჩის” წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა სოციალურ ქსელში.