მეუფე ზენონი – სინოდმა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის წერილობითი მოწმობის საფუძველზე დაადასტურა მიტროპოლიტ იობის დიპლომის გაცემის ფაქტი – სინოდური გადაწყვეტილება განამტკიცებს მის ლეგიტიმურობას და გამორიცხავს არაღიარების შესაძლებლობას

წმიდა სინოდმა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის, მიტროპოლიტ ზოსიმეს წერილობითი მოწმობის საფუძველზე დაადასტურა მიტროპოლიტ იობის დიპლომის გაცემის ფაქტი , – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი, მეუფე ზენონი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული სინოდური გადაწყვეტილება წარმოადგენს საკმარის და სრულ სამართლებრივ საფუძველს, ქმნის სრულ იურიდიულ ეფექტს, განამტკიცებს მის ლეგიტიმურობას და გამორიცხავს მისი არაღიარების შესაძლებლობას.

“მსურს განვმარტო, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ (წმიდა სინოდი),როგორც ეკლესიის უმაღლესმა საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ორგანომ, მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის (მიტროპოლიტი ზოსიმე) წერილობითი მოწმობის საფუძველზე დაადასტურა ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის, ყოვლადსამღვდელო იობის შესაბამისი საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი მოწმობის (დიპლომი) გაცემის ფაქტი.

შესაბამისად, აღნიშნული სინოდური გადაწყვეტილება წარმოადგენს საკმარის და სრულ სამართლებრივ საფუძველს, ქმნის სრულ იურიდიულ ეფექტს, განამტკიცებს მის ლეგიტიმურობას და გამორიცხავს მისი არაღიარების შესაძლებლობას.

აქვე აღვნიშნავ, რომ სინოდის გადაწყვეტილება ფლობს უმაღლეს იურიდიულ ძალას საეკლესიო სამართლებრივ იერარქიაში. სინოდური დადგენილება ან გადაწყვეტილება როგორც ეკლესიის უმაღლესი ორგანოს აქტი აღემატება ყველა ქვემდგომ ნორმატიულ და ინდივიდუალურ აქტს, მათ შორის ბრძანებებს”, – წერს მიტროპოლიტი.

შეგახსენებთ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქო კანდიდატის,ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე იობის დიპლომი რეზიდენციიდან დაიკარგა.

კერძოდ, ეპისკოპოსის თქმით, კანდიდატების გამორჩევის დღეს, “გაურკვეველ ვითარებაში, ფაქტიურად, საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა დიპლომი”. ჯამდელიანი აცხადებს, რომ “ხელს ვერავისკენ ვერ გავიშვერთ, მაგრამ სადაც იდო, ფაქტიურად რეზიდენციაში ეს დიპლომი აღარ არის” და “დიდი ალბათობით, ალბათ ეს არის მოპარული” .

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად