მეუფე ზენონი: მეუფე შიო საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად

მეუფე შიო საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად, – ამის შესახებ მეუფე ზენონმა ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ განაცხადა.

სასულიერო პირის თქმით, მას შემდეგ, რაც შიო პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაინიშნა, გამჩონდა, რომ არის უსამართლო და სამარტლიანი მსჯავრი არ აქვს.

როდესაც პატრიარქის ქორეპისკოპოსად დანიშნეს, ეს მოხდა მეუფე დიმიტრის, პატრიარქის ძმისშვილის აქტივობით. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამ ადამიანმა დამანახა, რომ არის უსამართლო, მსჯავრი არ აქვს მას სამართლიანი უამრავ რაღაცაში. მე არ ვაპირებდი ამ საკითხებზე საუბარს, მაგრამ რომ ვიაზრებ, რა ინფორმაციებიც მომდის, რომ ტროლ-ბოტებს, რომ ამზადებენ კანდიდატების წინააღმდეგ და თანხებს ურიცხავენ ამთ შეფებს, როგორ გააშავონ ეს კანდიდატები. რჩევებს ვინც იძლევა საპატრიარქოში, რა სხლებისკენ უბიძგებენ. 2002 წელს, უწმინდესი მეძახის, შორენამ დამირეკა, ჩამოვედი, შევხედე შორენას, რაღაც ისე ვერ არის, რა ხდება მეთქიო და შედი და გეტყვისო. შევედი, მუფე დანიელი, მეუფე დავითი ალავერდელი, რამდენიმე სასულიერო პირი, უწმინდესი მეუბნება, წაიკითხე ეს წერილიო – შევარდნაძის წერილი, სადაც პატრიარქს ელაპარაკებოდა პრობლემებზე და ეუბნება, რომ ზენონი დანიშნე შენს ქორეპისკოპოსად, ეს როგორ შეიძლება და მეუფე შიო. მეუფე შიოს საერთოდ არ იცნობს შევარდნაძე. მე ვიყავი ფარი იმ პროცესებში. ეს იყო მცდელობა მღვდელმთავრებს შორის განხეთქილების. მეუფე შიო არანაირი აქტიური სახე არ იყო. ის შემოვიდა უკვე ციანიდის ამბებიდან აქტიურად, – თქვა მეუფემ.

სასულიერო პირის თქმით, მთავრობა მღვდელმთავრებს ცალ-ცალკე იბარებდა, რომ მეუფე შიო ყოფილიყო პატრიარქი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ