ირაკლი ჭეიშვილი: რა ვიცი, სააკაშვილის დროს ყოველ კვირას ცვლიდნენ მინისტრებს და ესე ატრიალებდნენ მინისტრებს, ყველა მინისტრი ყველა თანამდებობაზე ნამყოფი იყო და ეგ არ გიკვირდათ

“თქვენ რომ გკითხოს ადამიანმა, არც ერთი მიმართულებით არაფერი არ კეთდება ქვეყანაში. არც უსაფრთხოების კუთხით, არც ეკონომიკური… რა არის აქ გასაკვირი რომ როტაცია მოხდა წელიწადში ორჯერ? რა ვიცი, სააკაშვილის დროს ყოველ კვირას ცვლიდნენ მინისტრებს და ესე ატრიალებდნენ მინისტრებს, ყველა მინისტრი ყველა თანამდებობაზე ნამყოფი იყო და ეგ არ გიკვირდათ და ის, რომ ახლა წელიწადში ერთხელ, თუნდაც ორჯერ შეიცვალოს, პირიქით, ეგ არის კარგი წინსვლისთვის და განვითარებისთვის ყოველთვის” | ამბობს ოცნების დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი ბოლო 1 წელში, სუს-ის 2 უფროსის გამოცვლაზე.
🔴 სუს-ის უფროსობიდან 8 თვის შემდეგ, გასულ კვირას მოხსნეს. მანამდე ამ თანამდებობას ანრი ოხანაშვილი 5 თვე იკავებდა.
წესით, სუს-ის ხელმძღვანელს პარლამენტი 6 წლის ვადით ამტკიცებს.