“ტაბულა”-ს რედაქტორი ლევან სუთიძე:
იმ დროს, როცა მიტროპოლიტი შიოს მოწინააღმდეგე ეპისკოპოსები ცდილობენ რამენაირად სიტუაცია შეატრიალონ და მღვდელმთავრები გადაარწმუნონ, სააკაშვილი ქმნის ფონს, რომ მოსაყდრის გამარჯვება 9 წლის წინ გადაწყდა და საერთოდ არაფერს აქვს აზრი. ანუ, მერყევ ეპისკოპოსებს მეუფე შიოსთან კაპიტულაციისკენ უბიძგებს :დ
ანუ, საერთოდ ყველა დებილი ყოფილა, ვინც ამ არჩევნებში მონაწოლეობდა, მონაწილეობას მიიღებს ან მონაწილეობა სურდა – მეუფე ისაიასა და დანიელის ჩათვლით.
მარტო სააკაშვილმა განჭვრიტა ყველაფერი ოდესიდან, 9 წლის წინ :დ
არადა, სიტუაცია არის ასეთი:
მიტროპოლიტ შიოს ხმა მისცა 20-მა კაცმა.
მას ხმა არ მისცა 18-მა კაცმა.
ორი კაცი წყვეტს ყველაფერს, რომელთაგან ერთს წილკანში სიცხემ უნდა დაუწიოს და ჩამოვიდეს :დ
ანუ, თეორიულად, მიტროპოლიტი შიოს მხარდაჭერა რომ გადატყდეს, მოსაყდრის მეტოქეებს მოუწევთ ეპისკოპოსების დარწმუნება, რომ სიტუაცია შეატრიალებადია და ზუსტად ამ მომენტში გამოხტა :დ
არის თუ არა შეტრიალებადი? კი!
შიომ უნდა დაკარგოს ერთი ხმა და კინაღამ დაკარგა ზედ სინოდზე ანდრია გვაზავას სახით )
იციან ეს ფაზისშიც და ურბნისშიც.
19 ხმა რომ მიიღოს შიომ არჩევნებზე, ავტომატური მეორე ტურია.
ამ ფონზე აკეთებს ამას, ვითომ ხისა და ქვის რამე გაეგებოდეს, ან იცოდეს, ან დაეთვალოს :დ
დაბოლოს, სტატუსს თუ ნახავთ, ქვევით დავლინკავ, აღმოაჩენთ რომ შიოს ხომ მიანიშნებს ყველანაირად, მაგრამ სახელს კი არ ამბობს. თუ დასჭირდა იტყვის, მე არასდროს მითქვამს შიოს სახელი, იობს ვგულისხმობდი, ოპერატიული ინფორმაცია მქონდა, რომ 9 წლის წინ მაგას გაუწია რეკომენდაცია ვასაძემ კრემლშიო.
ამაში ვართ.
არჩევნებს კი არა, საერთოდ ძროხა როგორ იგებს ხბოს ამ ქვეყანაში, ეგ არის საკვირველი.
ანუ ხომ უნდა რომ სხვამ გაიმარჯვოს? მაგრამ არ შეუძლია რა, არ შეუძლია თავის კონტროლი. უბრალოდ წარუმატებლობისა და წაგების ღმერთია :დ




