ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: „ქართული ოცნების“ ინიციატივით პარლამენტში შექმნილი ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობა დასასრულს მიუახლოვდა და სამთავრობო პროპაგანდამაც ახალი კამპანია ჩაუშვა

მედია: „ქართული ოცნების“ ინიციატივით პარლამენტში შექმნილი ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობა დასასრულს მიუახლოვდა და სამთავრობო პროპაგანდამაც ახალი კამპანია ჩაუშვა
„ქართული ოცნების“ ინიციატივით პარლამენტში შექმნილი ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობა დასასრულს მიუახლოვდა და სამთავრობო პროპაგანდამაც ახალი კამპანია ჩაუშვა.
❌ ახლა პროპაგანდა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თურმე საქართველოში პროდუქცია ევროპის ქვეყნებზე ბევრად იაფი ღირს.
🟥 თუმცა, ჯერ კიდევ 4 თვის წინ, დეკემბრის ბოლოს, ირაკლი კობახიძე თავად, მის მიერვე გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებდა, რომ ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია და საქართველოში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატებაო.
🟥 ამის საილუსტრაციოდ ცნობილ ვიდეოში ირაკლი კობახიძემ დეკემბერში საქართველოსა და საფრანგეთში რამდენიმე პროდუქტის ფასი შეადარა. მაგალითად, 4 თვის წინ კობახიძე ამბობდა, რომ საქართველოში კონკრეტულ სუპერმარკეტში კონკრეტული ბრინჯი 180%-ით ძვირი ღირს ვიდრე საფრანგეთში იმავე სუპერმარკეტშიო.
🟢 თუმცა გუშინ სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა საქართველოსა და ევროპულ ქვეყნებში ფასების შედარება, სადაც იუწყება, რომ მაგალითად ბრინჯი საქართველოში საფრანგეთთან შედარებით თითქმის 3-ჯერ იაფია.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.