მეუფე ნიკოლოზი: არცერთი მართლმადიდებლური ეკლესიის დებულებაში ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, ჩვენთან რატომ უნდა იყოს, გაუგებარია

ჩვენს დებულებაში, ეს ასაკის ცენზი საერთოდ რატოა, გაუგებარია, არცერთი მართლმადიდებლური ეკლესიის დებულებაში ასაკობრივი შეზღუდვა ზედა ზღვარზე არ არსებობს, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

სასულიერო პირის თქმით, სხდომაზე იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუ რას ნიშნავდა 70 წელს ზემოთ, მაგრამ კამათი შევიდა ჩიხში, ვერცერთმა მეორე მხარე ვერ დაარწმუნა და ბოლოს გადაწყდა, რომ საერთოდ შეწყვეტილიყო.

ჩვენთან რატომ უნდა იყოს გაუგებარია და მითუმეტეს დღეს, როდესაც ეს ეხებოდა, პრაქტიკულად ერთადერთ ადამიანს – ეს იყო მეუფე დანიელი. რომც მოხსნილიყო ეს ცენზი, სხვა კანდიდატების განხილვა არ იქნებოდა, აქ ძირითადად მეუფე დანიელზე იყო საუბარი. მე სხვა ეკლესიების მესვეურებსაც ვკითხე ამის შესახებ და ასეთი რამ მითხრეს, როცა ადამიანი, წესიერი ადამიანი ასაკოვანია, ის თვითონ იტყვის ამას, რომ ასაკი მაქვს, აღარ შემიძლია და ნუღარ დამავალებთ. ახლა ადამიანს უთხრა, შენ გადაცდი ასაკს… პრინციპში ამაზეც არ იყო საუბარი, საუბარი იყო ინტერპრეტაციაზე. ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ არ შევცვლით დებულებას, თუმცა, იმ დებულებაში, ბოლოში წერია, რომ სინოდს შეუძლია დებულების შეცვლა, თუმცა, ამაზეც გამოითქვა მოსაზრება, რომ დებულების შეცვლა შეუძლია იმ სინოდს, რომელსაც პატრიარქი ესწრება. მაგრამ, რას ნიშნავს 70 წელზე მეტი, აქ იყო აზრთა სხვადასხვაობა. ეს კამათი შევიდა ჩიხში, რადგან ვერცერთმა მხარემ, მეორე ვერ დაარწმუნა, ამიტომაც დადგა კენჭისყრაზე ეს საკითხი. უმრავლესობამ კი დაუჭირა მხარი იმას, რომ შეწყვეტილიყო ეს საკითხი და დარჩენილიყო ისე, როგორც იყო, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სასულიერო პირის თქმით, მეუფე ისაიას და მეუფე დანიელს რომ მიეღოთ მონაწილეობა, სურათი აუცილებლად შეიცვლებოდა, რადგან მათაც მისცემდა ვინმე ხმას.