პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, თაკო ჩარკვიანი:
პაატა ბურჭულაძის სახელი და გვარი როცა გავიგე, კონსერვატორიის პირველ კურსზე ვიყავი, (მეზობლებიც ვიყავით პეკინზე, უთბილესი,უკარგესი მშობლები ჰყავდა, ძალიან კარგი ოჯახი) უკვე დიდი მომღერალი იყო, ავსტრიაში მისი “ფანკლუბი” შეიქმნა, იმავე წელს მოვისმინე ეს მართლა მსოფლიო ბანი, ბუბუნებდა სცენაზე, გუგუნებდა მსოფლიოში, უდიდესი კარიერა ჰქონდა, ამ კარიერით საქართველოს ემსახურა და საქველმოქმედო ფონდი “იავნანა” შეჰქმნა, უაღრესად გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებოდა ფონდი და პაატას უდიდესი ვარსკვლავები ჩამოჰყავდა საქართველოში და ამას საკუთარი შრომით მოხვეჭილი სახელით აკეთებდა, მხოლოდ საკუთარი ნაღვაწით, მხოლოდ საკუთარი… რა ტალახიც შეახვედრეს (შინაურმა და გარეულმა) აღარ გავაგრძელებ …
პატიმრობაში მყოფია მომღერალი – პოლიტიკურ პატიმრობაშია მსოფლიო ბანი და წერილის მიღების და გამოგზავნის უფლებაც არ აქვს…..
გასარჩევიც არ არის, ამ ვითარების გარჩევაც კი შეურაცხმყოფელია, სიცრუის გარჩევიდან იწყება ტალახის სროლა და ტყუილ-მართლის აზელვა და მერე დაჯერება, ეს ძველი და კარგად აპრობირებული მეთოდია.
ტალახის სროლის “განხილვაა” ის, რაც საქართველოს ანადგურებს წლებია, ეს ძველი ბინძური მეთოდია – “მე გესვრი და შენ ჩამოირეცხე თუ შეძლებ”, არადა ტალახში მხოლოდ ერთი შემოქმედი, ერთი პიროვნება კი არა, არამედ მთელი ქვეყანა რჩება და ჩვენ ხალხი “ვზილავთ” -ვზელთ ამ, მტრის მიერ შემოგდებულ ტალახს!!!
რა ვთქვა, ერთი ვიცი და თან ზუსტად, რომ ასე არ შეიძლება, არა !!!
რატომ ვერ სწავლობს მავანი ჭკუას ?! ეს ხომ ყველას წინ დახვდება, სად წავა უსამართლობის განცდა?! დაგუბდება და ღვარ-ცოფის ნიაღვრად გადმოიქცევა, ეს ხომ გარდაუვალია, მითუფრო პატარა საქართველოში.
ჰოდა, იქნებ დაფიქრებაა საჭირო, რომ ყველა არ ჩავრჩეთ ამ ტალახში “იმისტები და ამისტები”!!!!!!!!!




