ექიმი, ყოფილი პარლამენტარი ნატო ჩხეიძე:
სერიიდან:
ჩვენი ყოფა, წუთისოფელი
პაატა ბურჭულაძე, მსოფლიო ბანი და არა მხოლოდ მსოფლიო მოქალაქე, არამედ თავისი ქვეყნის პატრიოტი, საკუთარი ქმედების თანაორგანიზატორად ასახელებს მმართველ პარტიას. – ჩვვნ ორნი ვიყავით იმ დღის ორგანიზატორებიო, მე და “ ქართული ოვნებაო”, მკაფიოდ ამბობს სასამართლოში ბრალდებულის სტატუსში მყოფი და როგორ უნდა მოიქცეს დემოკრატიული რესპუბლიკის (იურიდიულად ასე ვითვლებით და ვიწოდებით ჯერ ისევ) სამართალწარმოების უწყებები?
როგორ და,-
პროოკურატურამ უნდა დაკითხოს თანაორგანიხატორი.
მოსამართლემ უნდა მოისმინოს იმ თანაორგანიზატორის სიტყვა.
ერთიც უნდა და მეორეც უნდა.
ყასიდად მაინც.
არადა, არც ერთი იქნება და არც მეორე.
ყასიდადაც არ იქნება.
თანაორგანიზატორის გარეშე გაასამართლებს სისტემა თავისი ქვეყნის უკეთეს შვილს.
მასზე უკეთესები ჩამომითვალოს ვინმემ ჩვენს თანამედროვე ყოფაში ორივე ხელის გაშლილი თითები რომ არ ეყოფა, და მე აღარაფერს ვიტყვი.
23 აპრილის სხდომაზე პაატა ბურჭულაძის სიტყვა:
პატივცემულო მოსამართლევ,
მე როგორც მესმის, სასამართლო პროცესის ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ ადამიანმა მიხვდეს, რა დააშავა, რისთვის სამართლდება და რისთვის ისჯება.
მე დღესაც ვერ ვხვდები, რა უნდა ამ ორ, დიდად პატიოსან და უსაზღვროდ სიმართლის მოყვარულ პროკურორს ჩემგან.
მე მოვიწვიე ეროვნული კრება, ანუ, ვთხოვე შეკრება ქართველ ხალხს, რომელსაც საკუთარი შვილების მომავლის გადასარჩენად სჭირდება გადაუდებელი ცვლილებები და ამიტომაც, ერთად, პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩავატარეთ ეროვნული კრება, რომელშიც არ მონაწილეობდა არც ერთი პოლიტიკური პარტია, თუმცა მონაწილეობდნენ სრულიად საქართველოს წარმომადგენლები, მათ შორის აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.
ეროვნულ კრებაზე ასობით ათასმა ადამიანმა, ერთხმად, მისცა ხმა დეკლარაციას, რომლის შინაარსსაც თქვენ კარგად იცნობთ. ჩემი აზრით და ალბათ თქვენც დამეთანხმებით, ეს იყო ისტორიული და დროული შეკრება, სადაც მოქალაქეებმა გამოხატეს აუცილებელი ცვლილებების სურვილი.
მე არ მესმის ოპოზიციური პარტიების ასეთი მდუმარება 4 ოქტომბრის გარშემო. იმის ნაცვლად, რომ მუდმივად საუბრობდნენ ხალხის სურვილსა და მონდომებაზე, რომ ქვეყანა ევროპული გზით განვითარდეს, ისინი დუმან და აძლევენ საშუალებას „ქართულ ოცნებას“, რომ მთელი ყურადღება გადატანილ იქნეს ეროვნული კრებიდან მოყანყალებულ არავისთვის საჭირო რკინის ღობეზე. ამაში მას ეხმარება ვითომ ოპოზიციური პარტია, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ე. წ. არჩევნებში და საკუთარი წარუმატებლობა და უსუსურობა დააბრალა ეროვნულ კრებას.
ბატონო პოლიტიკოსებო, ქართველმა ხალხმა, 4 ოქტომბერს, მკაფიოდ და ხმამაღლა გამოხატა თავისი ნება და ამ ნების აღსრულებას მოელის თქვენგან.
იმის დასტური, რომ 4 ოქტომბერი იყო წარმატებული, არის ისიც, რომ მას შემდეგ, დაშინებულმა „ქართულმა ოცნებამ“, ტროტუარზე დგომაც კი აკრძალა.
ბატონო მოსამართლევ, მე ძალიან ვამაყობ ამ დღით, იქ მდგომი ადამიანებით და ველი სასამართლოსგან განმარტებას, თუ რა დააშავა ქართველმა ხალხმა და პირადად მე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 4 ოქტომბრის ეროვნული კრების ორგანიზატორები ვართ ორნი, მე და „ქართული ოცნება“ და, რომ არა „ოცნება“, მე ნამდვილად ვერ შევძლებდი და არც იქნებოდა საჭირო ეროვნული კრების ჩატარება.




