ფოტო: The Associated Press
7
წაკითხვა
2026 წლის 20 აპრილს, ლოს-ანჯელესის პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალდებები 21 წლის ალტ-პოპ შემსრულებელს, d4vd-ს (ნამდვილი სახელი: დევიდ ბერკი). მას ბრალად ედება 14 წლის სელესტ რივას ერნანდესის მკვლელობა, ნეშტის დასახიჩრება და არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა.
სელესტ რივას ერნანდესი
ფოტო: რივას ერნანდესის ოჯახი
საქმის ქრონოლოგია
სელესტ რივას ერნანდესი, რომელიც სახლიდან იყო გაქცეული, ბოლოს ცოცხალი 2025 წლის 23 აპრილს ნახეს, როდესაც ის d4vd-ის სახლში მივიდა. ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა.
2025 წლის 8 სექტემბერს, ჰოლივუდის ერთ-ერთ საჯარიმო სადგომზე, მომღერლის კუთვნილ ტესლაში, პოლიციამ გოგონას ძლიერ გახრწნილი და დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინა. ავტომობილი თავდაპირველად ქუჩაში იყო მიტოვებული და საჯარიმოზე გადაიყვანეს. პოლიცია კი ადგილზე მას შემდეგ გამოიძახეს, რაც საჯარიმო სადგომის თანამშრომლებმა მანქანიდან მძაფრი სუნი იგრძნეს.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, გოგონას თავი და ტანი ერთ ჩანთაში იყო მოთავსებული, ხოლო კიდურები მეორეში. აღსანიშნავია, რომ ცხედარი მისი მე-15 დაბადების დღის მეორე დღეს იპოვეს.
ბრალდების დეტალები და შესაძლო მოტივი
ოლქის პროკურორმა ნეითან ჰოჩმანმა d4vd-ს ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობაში წაუყენა, რომელსაც თან ახლავს დამამძიმებელი გარემოებები:
ჩასაფრებით ჩადენილი მკვლელობა; დანაშაულის მოწმის მკვლელობა; და სხვა დამამძიმებელი გარემოებები.
პროკურატურის ვერსიით, d4vd-ს არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა და ის მოკლა საკუთარი “მომგებიანი მუსიკალური კარიერის” დასაცავად, რომლის გამჟღავნებაც, პროკურატურის ვერსიით, სელესტს შეეძლო. წარდგენილი ბრალდებები ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას ან სამუდამო პატიმრობას შეწყალების უფლების გარეშე.
დევიდ ენტონი ბერკს ორშაბათს ბრალი წარედგინა 14 წლის გოგოს მკვლელობისთვის, რომლის დანაწევრებული ცხედარიც მუსიკოსის ავტომობილში იპოვეს
ფოტო: The Associated Press
რატომ გაიწელა გამოძიება 7 თვე?
მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი სექტემბერში იპოვეს, ბრალის წარდგენა მხოლოდ 7 თვის შემდეგ მოხდა. ექსპერტები ამას რამდენიმე მიზეზით ხსნიან:
ნეშტის მდგომარეობა: ცხედრის ძლიერმა გახრწნამ გაართულა სიკვდილის მიზეზის დადგენა და დნმ-ის ნიმუშების მოპოვება; მოწმეების ართანამშრომლობა: მომღერლის ოჯახი და ახლო წრე გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდა. იანვარში d4vd-ის ერთ-ერთი მეგობარი იძულების წესითაც კი დააკავეს ჩვენების მისაღებად; მტკიცებულებების მოცულობა: გამომძიებლებს მოუხდათ უამრავი ციფრული და ნივთიერი მტკიცებულებების დამუშავება სრულყოფილი სურათის შესაქმნელად.
ფოტოები, ბარათები და ყვავილები, ეს იმ ნივთების ნაწილია, რომლებიც ხუთშაბათს ლეიკ-ელსინორში (კალიფორნია), მოკლული მოზარდის, სელესტ რივას ერნანდესის მემორიალთან მიიტანეს.
ფოტო: Getty Images
სელესტის მშობლებმა, ხესუს რივასმა და მერსედეს მარტინესმა, ადვოკატის მეშვეობით განცხადება გაავრცელეს:
“სელესტი იყო ლამაზი, ძლიერი გოგონა, რომელსაც უყვარდა სიმღერა და ცეკვა. ყოველ პარასკევს ფილმებს ერთად ვუყურებდით… ჩვენ ის ძალიან გვიყვარს და ისიც ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ ვუყვარდით. საშინლად გვენატრება… ერთადერთი, რაც გვსურს, სელესტისთვის სამართლიანობის აღსრულებაა”.
ვინ არის d4vd?
d4vd, რომლის ნამდვილი სახელია დევიდ ენტონი ბერკი, 21 წლის ამერიკელი ალტ-პოპ შემსრულებელია, რომელმაც ფართო ცნობადობა 2022 წელს მოიპოვა, მას შემდეგ, რაც თავდაპირველად Fortnite-ის ვიდეოებისთვის შექმნილი, ტელეფონით ჩაწერილი სიმღერები, TikTok-ზე გავრცელდა. Reuters-ის ცნობით, მას კარიერული გარღვევა მოუტანა ჰიტმა Romantic Homicide (რომანტიკული მკვლელობა);
დეივიდ ენტონი ბერკი, რომელიც სასცენო სახელით d4vd არის ცნობილი, ხუთშაბათს დააკავეს
ფოტო: Michael Kovac/Getty Images
მომღერალს 3.8 მილიონი გამომწერი ჰყავს TikTok-ზე, 2 მილიონზე მეტი გამომწერი Instagram-ზე და დაახლოებით 21–22 მილიონი ყოველთვიური მსმენელი Spotify-ზე. მას აღწერენ, როგორც არტისტს, რომელმაც მოახერხა ონლაინ-ვირუსულობა სწრაფად გადაეზარდა მეინსტრიმ პოპულარობაში. ასევე უკვე ჩამოყალიბებულ, მზარდ მუსიკალურ ვარსკვლავადაც მოიხსენიებენ, ხოლო ამ საქმის ფიგურანტობამდე მას აქტიური საკონცერტო და სარელიზო ციკლი ჰქონდა.
მომღერლის კავშირი სელესტ რივას ერნანდესთან
სელესტსა და დევიდ ბერკს შორის კავშირის ნიშნები მის გაუჩინარებამდე ბევრად ადრე ფიქსირდება. CNN-ის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში ისინი ერთად გამოჩნდნენ Twitch-ის პირდაპირ ეთერში, სადაც ხანგრძლივად საუბრობდნენ; ტრანსლაციის დასრულებისას მომღერალი ხუმრობით აღნიშნავდა, რომ ჩანაწერი უნდა წაეშალათ. მოგვიანებით, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ბერკი სელესტის სახლთან ახლოს, საკუთარი ტესლადან გადმოსვლისას ფიქსირდება. იმავე წლის ივნისში სელესტი ლოს-ანჯელესში, მომღერლის კონცერტის კულისებში გადაიღეს, ხოლო კერძო გამომძიებლის მიერ მოპოვებული მასალები მიუთითებს, რომ ისინი 2024 წლის ბოლოსა და 2025 წლის დასაწყისშიც ერთად ჩანდნენ. გამოძიება ამ მასალებს მათ შორის კავშირის დამადასტურებელ მნიშვნელოვან გარემოებად განიხილავს. თუმცა დაცვის მხარე კავშირის ინტერპრეტაციასა და მნიშვნელობას არ ეთანხმება.
ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურორი ნეითან ჯ. ჰოჩმანი და ლოს-ანჯელესის პოლიციის (LAPD) უფროსი ჯიმ მაკდონელი ორშაბათს, ლოს-ანჯელესში, მომღერალ d4vd-ის წინააღმდეგ ბრალდებების წარდგენის შესახებ აკეთებენ განცხადებას
ფოტო: ფრედერიკ ჯ. ბრაუნი/AFP/Getty Images
მომღერლის ადვოკატებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ მათი კლიენტი უდანაშაულოა. მათი თქმით, მტკიცებულებები დაადასტურებს, რომ დევიდ ბერკს სელესტ რივას ერნანდესი არ მოუკლავს და მისი სიკვდილის მიზეზი ის არ ყოფილა.
მომღერალი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება გირაოს უფლების გარეშე. საქმის განხილვა გრძელდება.
კომენტარები
გადახედვა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
7 წუთის წინ
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
გადახედვა
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
22 წუთის წინ
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
გადახედვა
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
27 წუთის წინ
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
28 წუთის წინ
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
გადახედვა
ISFED-ის დახმარებით “საქნახშირს” მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
37 წუთის წინ
ISFED-ის დახმარებით “საქნახშირს” მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
გადახედვა
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
52 წუთის წინ
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა
ერთი საათის წინ
საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა
გადახედვა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა
ერთი საათის წინ
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა
გადახედვა
ომბუდსმენმა “იარაღის შესახებ” კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
2 საათის წინ
ომბუდსმენმა “იარაღის შესახებ” კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
გადახედვა
საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები
2 საათის წინ
საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები
გადახედვა
გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა?
2 საათის წინ
გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა?
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
2 საათის წინ
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
გადახედვა
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
2 საათის წინ
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
2 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი “მეძავად” და “პატარა ქალად” მოიხსენია
3 საათის წინ
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი “მეძავად” და “პატარა ქალად” მოიხსენია
გადახედვა
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
3 საათის წინ
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
3 საათის წინ
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს
3 საათის წინ
OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს
TBILISI OPEN AIR 2026: მუსიკა ათავისუფლებს!
3 საათის წინ
TBILISI OPEN AIR 2026: მუსიკა ათავისუფლებს!
გადახედვა
შსს: დედაზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
3 საათის წინ
შსს: დედაზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტებთან ერთად მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ
4 საათის წინ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტებთან ერთად მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ
კვირის ტოპ-5
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი ერთი კადრით (რთული ვერსია)9663 ნახვა
ქვიზი: გამოიცანი, რა ღირს საკვები პროდუქტი7843 ნახვა
შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე3179 ნახვა
ქვიზი: როგორ იცნობ მსოფლიოს მდინარეებს?1386 ნახვა
ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის?1247 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
პოლიტიკა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება
კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება
გადახედვა
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში გაემგზავრა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში გაემგზავრა
ცხოვრების სტილი
როგორ მოვამზადოთ ტვირთი გადასაზიდად (რომ მძღოლს გული არ გაუსკდეს)
როგორ მოვამზადოთ ტვირთი გადასაზიდად (რომ მძღოლს გული არ გაუსკდეს)
გადახედვა
საზოგადოება
მარიამ მალაზონია: “დიუშენის დაავადებისთვის მედიკამენტი სიცოცხლის შესაძლებლობაა”
მარიამ მალაზონია: “დიუშენის დაავადებისთვის მედიკამენტი სიცოცხლის შესაძლებლობაა”
გადახედვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ
კახა კალაძე: გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
გადახედვა
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია-ხელმძღვანელობაც წარმატებით გამოუვა, როგორც პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია-ხელმძღვანელობაც წარმატებით გამოუვა, როგორც პოლიტიკა
საზოგადოება
აგრო დაზღვევა ალდაგში ყველაზე სწრაფი ანაზღაურებით
აგრო დაზღვევა ალდაგში ყველაზე სწრაფი ანაზღაურებით
გადახედვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: კაცი ერთსა და იმავე დღეს გენერლად აკურთხონ და თანამდებობიდან მოხსნან, ჯერ არ გამიგია
ნიკა გვარამია: კაცი ერთსა და იმავე დღეს გენერლად აკურთხონ და თანამდებობიდან მოხსნან, ჯერ არ გამიგია
რჩევები
მეორადი სტრესი — როგორ გადაგვედება სხვისი ნერვიულობა ისე, რომ ვერც კი ვხვდებით
მეორადი სტრესი — როგორ გადაგვედება სხვისი ნერვიულობა ისე, რომ ვერც კი ვხვდებით
ახლა კითხულობენ
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
5 საათის წინ
დედამიწის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკი იმ გარემოსდაცვით ინიციატივებს აჯამებს, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი…
დიდ ბრიტანეთში 2009 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებს სიგარეტის შეძენა აეკრძალებათ
ჰეიდარ ალიევის ცენტრის საპირწონედ თბილისური ეზო უნდა დაინგრეს — რეპორტაჟი გორგასლის მე-4 შესახვევიდან
შალვა ლომიძე: კარგი იქნება სახელმწიფო როგორც რუსული ჰიბრიდული, ისე ირანული პროქსი აქტივობების წინააღმდეგ კონკრეტულ სტრატეგიას თუ შექმნის
ალბი კორძაიას ბრალდების საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო