ირაკლი ტაბლიაშვილი: მომხრე ვარ, რომ ხელისუფლება იცვლებოდეს მხოლოდ არჩევნებით! ოღონდ, ხელისუფლება უნდა ავლენდეს, რომ წამსვლელია მარცხის შემთხვევაში!

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი:
კიდევ ერთხელ განვმარტავ – არჩევნებით და მხოლოდ არჩევნებით უნდა იცვლებოდეს ხელისუფლება! წერტილდასმული საკითხია ეს!
შესაბამისად, მომავალ არჩევნებში ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა! ეს კი ან არის წერტილდასმული საკითხი ან – არა!
მაგალითად, თუ ამასობაში აიკრძალა რომელიმე ერთი, ორი თუ შვიდი პარტია და პოლიტიკოსებს არ მიეცათ არჩევნებში ასარჩევებად დარეგისტირების შესაძლებლობა, თავად მე ბოიკოტის… ან, რბილად რომ ვთქვა, არჩევნებში მონაწილეობისაგან თავის შეკავების მომხრე ვიქნები! მომიტევებთ, იმედია!
იგივე ეხება დრაკონულ რუსულ კანონებს! რომლებიც პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე!
იგივე ეხება მედიის შეზღუდვას!
იგივე ეხება სინდისის პატიმრების არსებობას!
იგივე ეხება ზოგადად რეპრესოულ გარემოს!
თუმცა, გახსოვდეთ ისიც, რომ არჩევნების მომხრე ვარ და, ათჯერ უარესი მდგომარეობაც რომ შეიქმნას, ამას მაინც ვიტყვი!
×××
რაც შეეხება წარსულს –
🔴 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, ჩემი აზრით, არ შეიძლებოდა მინიმუმ 3 მიზეზის გამო:
➡️ იყო შანსი, რომ “ქართული ოცნების” ლეგიტიმაცია მომხდარიყო და ეს მოხდებოდა კიდეც, სრულ ოპოზიციურ სპექტრს რომ მიეღო მონაწილეობა!
➡️ სრული ოპოზიცია რომ გაერთიანებულიყო, მინიმალისტური… (ოღონდ, არაუმეტეს მინიმალისტურისა) შანსი არსებობდა, რომ დედაქალაქის მერის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებდა!.. მაგრამ, რაღაი ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე (თუნდაც არადამაჯერებელი მიზეზით), სჯობდა, რომ ბოიკოტის რეჟიმი აერჩიათ მონაწილეობის მსურველ პარტიებსაც.
➡️ ქ.ოცნება არ დათმობდა მით უფრო დედაქალაქის მერის თანამდებობას და თნ – არასდიდებით!
რაც შეეხება მომავალს:
🔴 ვიდრე ჩატარდება, ოპოზიციამ უნდა მოიგოს … ქუჩა!
მხოლოდ ქუჩაში გამარჯვება!.. საყოველთაო მღელვარება… მოლოდინი, რომ მხოლოდღა გაფორმებაა ქ.ოცნების მარცხისა, იქნება გამარჯვების საწინდარი!
თუ საარჩევნო კამპანია იქნება დუნე! ზანტი და ერთგვარად მსგავსი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა, ოპოზიცია დამარცხდება… არა იმიტომ, რომ საარჩევნო ყუთებში მის სასარგებლოდ ნაკლები ბიულეტენი მოხვდება, არამედ იმიტომ, რომ ქ.ოცნება კიდევ ერთხელ გაბედავს და კიდევ ერთხელ გააყალბებს არჩევნებს!
და ბოლოს!
მე მომხრე ვარ, რომ ხელისუფლება იცვლებოდეს მხოლოდ არჩევნებით!
ოღონდ, ხელისუფლება უნდა ავლენდეს, რომ წამსვლელია მარცხის შემთხვევაში!

ასევე დაგაინტერესებთ