ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი:
გულწრფელად ვამბობ, ოპოზიციას ბევრი საქმე აქვს! შესაძლოა, არ ვრცელდება ვიდეო და ფოტო კადრები, მაგრამ, მგონია, რომ შეხვედრებს მართავენ მოქალაქეებთან და 26 მაისის აქციისათვის ემზადებიან! არ ვიცი, რამდენად ზედმიწევნით, მაგრამ, უთუოდ მიუყვებიან იმ გეგმას, რომელიც გაგვაცნეს! ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ, რასაც ამბობენ ტელეეთერებიდან, მისაღებია ჩემთვის! ცხადია, ბევრ სხვასაც ვისურვებდი, მაგრამ… იმედი მაქვს, ეს ბევრი სხვაც იქნება!
და ახლა, რაღაი შევაქე (თან გულწრფელად) ოპოზიცია ერთიანი და არა ერთნაირი!
ერთადერთ კითხვას დავსვამ –
ივანიშვილმა ცა ჩაკეტა არა მხოლოდ აბასთუმნის მისი სასახლის, იმ უბნის, იმ დასახლების თუ ზოგადად აბასთუმნის თავზე, არამედ, თბილისი+რუსთავი+მცხეთის ფართობი რომ წარმოიდგინოთ, აი, ამ ფართობის ცა ჩაკეტა!
ამასთან – კოსმოსამდე! ირმის ნახტომამდე (ჩათვლით)… ღმერთამდე!
ეს შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო-ს ჩაკეტვა დღეიდან ხდება!
მიზეზი ყურიდან-მოთრეულია! ვითომდა, აბასთუმნის ობსერვატორიიდან რომ აკვირდებიან კოსმოსს, გადაფრენილი “ლუფტჰანზას” თვითმფრინავი უშლით ხელს!
ეს ჩაკეტვა საფრთხისშემცველია – კავკასიონისკენ უნდა შეიწიონ თვითმფრინავებმა! მანევრის შესაძლებლობა ნაკლებია!
ირევა ცის კაბადონი!
ჰოდა, კითხვა მაქვს – ოპოზიციას რამ ხომ არ უთქვამს ამაზე?
(მე არ ვამბობ, რომ არ უთქვამს; მე ვკითხულობ) (მე არ ვგულისხმობ სტატუსს ან რეპლიკას).
გამარჯვებას გისურვებთ.




