დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ „მაკრონს ცოლი ძალიან ცუდად ექცევა“ – ეს სიტყვები არც დახვეწილია და არც შესაფერისი – პასუხის გაცემას არ ვაპირებ, ეს პასუხს არ იმსახურებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მისი და მისი მეუღლის შესახებ გაკეთებული განცხადება პასუხს არ იმსახურებს. მაკრონი ამით გამოეხმაურა დონალდ ტრამპს, რომელმაც თეთრ სახლში გამართულ სააღდგომო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მაკრონს „მისი ცოლი ძალიან ცუდად ექცევა და ყბაში მოხვედრილი დარტყმისგან ჯერ კიდევ არ გამოკეთებულა“.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ტრამპის სიტყვები „არც დახვეწილია და არც შესაფერისი“.

„პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ეს პასუხს არ იმსახურებს“, – განაცხადა მაკრონმა.

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ემანუელ მაკრონს დაურეკა და ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ოპერაციისთვის დახმარება სთხოვა.

„მაკრონს დავურეკე, რომელსაც მისი ცოლი ძალიან ცუდად ექცევა და ყბაში მოხვედრილი დარტყმისგან ჯერ კიდევ არ გამოკეთებულა. ვუთხარი, ემანუელ, სპარსეთის ყურეში დახმარება გვსურს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდებს ვამყარებთ, ძალიან ცუდ ხალხსა და ბალისტიკურ რაკეტებს ვანადგურებთ. დახმარება გვსურს. შეგიძლიათ, გემები დაუყოვნებლივ გამოგზავნოთ? მიპასუხა: „არა, არა, დონალდ ეს არ შემიძლია. ეს შეგვიძლია ომის მოგების შემდეგ გავაკეთოთ“. მე ვუთხარი, ემანუელ, ეს ომის მოგების შემდეგ აღარ მჭირდება“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა