ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანს ორ-სამ კვირაში დატოვებს

4
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.
„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, შესაძლებელია, ომი უფრო ადრეც დასრულდეს, თუ შეთანხმებას მიაღწევენ.
„შესაძლებელია, რომ შეთანხმება მივიღოთ, რადგან მათ სურთ შეთანხმების დადება. მათ უფრო მეტად სურთ შეთანხმების დადება, ვიდრე მე. თუმცა, საკმაოდ მოკლე დროში ჩვენ დავასრულებთ. ახლა გვყავს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ძალიან – ძალიან განსხვავებულები არიან. ისინი ბევრად უფრო გონივრულები არიან“, – განაცხადა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.