დონალდ ტრამპი – ვაჩერებ ირანის ელექტროსადგურების განადგურების პერიოდს 10 დღით – მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს

3
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხაადებით, ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმა ათი დღით, 6 აპრილამდე გადადო.
აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს.
„ირანის მთავრობის თხოვნის შესაბამისად, ეს განცხადება წარმოადგენდეს იმის ჩვენებას, რომ ვაჩერებ ელექტროსადგურების განადგურების პერიოდს 10 დღით, ორშაბათამდე, 2026 წლის 6 აპრილამდე, აღმოსავლეთის დროით საღამოს 8 საათამდე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და, ყალბი ამბების მედიისა და სხვათა მიერ საპირისპირო მცდარი განცხადებების მიუხედავად, ისინი ძალიან კარგად მიმდინარეობს“, – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო