„ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ამა სოფლიდან ჩვენი ქრისტესმიერი საყვარელი ძმის, ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გასვლის შესახებ. იგი იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი პიროვნება და რწმენის მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ისე განახლების პერიოდში.
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ამავდროულად, ვევედრებით ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, რომელიც არის „აღდგომა და ცხოვრება“ (იოანე 11, 25), რათა განუსვენოს პატრიარქ ილია II-ის სულს თავის საყვარელ წმინდანთა სავანეში, სადაც არა არს ჭირი, მწუხარება, არა არს სულთქმა, არამედ ცხოვრება საუკუნო.
იყოს მისი ხსენება უკუნისიდან უკუნისამდე, თაობიდან თაობამდე!“ | ნათქვამია რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ დანიელის სამძიმრის წერილში




