რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი საქართველოს უსამძიმრებს
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი საქართველოს უსამძიმრებს ილია მეორის გარდაცვალების გამო.“მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი ქრისტესმიერი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შესახებ”, – წერს რუმინეთის მართლმადიებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი. “რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა, სასულიერო პირებისა და მორწმუნეთა სახელით ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს წმინდა სინოდს და სრულიად ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებს”, – წერია განცხადებაში. 17 მარტს გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.