უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს ღრმა მწუხარება და სევდა ავსებს ჩემს გულს, ისევე როგორც მრავალი უკრაინელის გულს, რადგან დასრულდა მისი უწმინდესობის პატრიარქ ფილარეტის მიწიერი ცხოვრება“, – აღნიშნა ეპიფანემ.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა მოუწოდა მთელ უკრაინულ მრევლს, ახლად გარდაცვლილი პატრიარქ ფილარეტის სულისთვის ილოცონ.

9 მარტს ცნობილი გახდა, რომ ფილარეტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კიევის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პატრიარქი ფილარეტი უკრაინის საეკლესიო ავტონომიის აღდგენისა და უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის იბრძოდა. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსის მიღებამდე ის კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ხელმძღვანელობდა. 2018 წელს, გაერთიანების საბჭოსა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნის შემდეგ, ფილარეტი მისი საპატიო პატრიარქი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს