დონალდ ტრამპი – ირანის რეჟიმი ბოროტია, ეს მათი ფილოსოფიაა, ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეთ, გამოიყენებდნენ – მათ საჰაერო თავდაცვა აღარ აქვთ და დიდ ზიანს ვაყენებთ

პირველ დარტყმას ირანი გეგმავდა , – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ისინი პირველ დარტყმას გეგმავდნენ და მე არ მსურდა, რომ ეს მომხდარიყო. მათ ძლიერად ვურტყამთ. მათ საჰაერო თავდაცვა აღარ აქვთ და დიდ ზიანს ვაყენებთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, „ირანის რეჟიმი ბოროტია“.

„მსგავსი რამ არავის უნახავს. საქმე პოლიტიკას არ ეხება, ეს მათი ფილოსოფიაა. ისინი მეზობლებს ურტყამენ. მათ ისეთ ქვეყნებს დაარტყეს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო იმასთან, რაც ხდება. ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეთ, მაშინ გამოიყენებდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე, -ის პრეზიდენტის განცხადებით, არ სურს, რომ ირანში მმართველობა „წინა რეჟიმზე უარესმა“ გადაიბაროს.

„უმეტესობა, რომლებიც ხელმძღვანელობისთვის მხედველობაში მყავდა, მკვდარია. არის კიდევ ერთი ჯგუფი, მაგრამ შესაძლოა, ისინიც მკვდრები იყვნენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია