დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებს, რომლებიც იარაღს დაყრიან, „სრული იმუნიტეტი“ მიენიჭებათ, ხოლო მათ, ვინც უარს იტყვის, „გარდაუვალი სიკვდილი ემუქრებათ“.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი და მიიღონ სრული იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი…ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება. ეს არ იქნება სასიამოვნო“, – დასძინა ტრამპმა.

ირანელი ხალხისკენ მიმართვისას, ტრამპმა კვლავ მოუწოდა მათ, „გამოეყენებინათ ეს მომენტი“ და აღნიშნა, რომ მან შეასრულა მათთვის დახმარების დაპირება.

„მოვუწოდებ ყველა ირანელ პატრიოტს, ვინც თავისუფლებას ეძებს, გამოიყენონ მომენტი, იყვნენ მამაცები, გაბედულები, გმირულები და დაიბრუნონ თავიანთი ქვეყანა. ამერიკა თქვენთანაა. მე თქვენ დაგპირდით და ეს დაპირება შევასრულე“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, როდესაც იანვარში ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო, ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა განცხადება: „დახმარება გზაშია“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება