ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ოპერაციას „ლომის ღრიალი“ ეწოდება და მისი მიზანი ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრაა

ცოტა ხნის წინ, ისრაელმა და -მა ოპერაცია დაიწყეს, რომლის მიზანი ირანის ტერორისტული რეჟიმის მიერ შექმნილი ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრაა, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი,  ავრცელებს.

„47 წლის განმავლობაში აიათოლას რეჟიმი გაჰყვიროდა „სიკვდილი ისრაელს“ და „სიკვდილი ამერიკას“. მან ჩვენი სისხლი დაღვარა, მრავალი ამერიკელი მოკლა და საკუთარი ხალხი დახოცა. არ შეიძლება ამ მკვლელ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, რათა კაცობრიობას დაემუქროს“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი ერთობლივი მოქმედება შექმნის პირობებს იმისთვის, რომ მამაცმა ირანელმა ხალხმა საკუთარი ბედი საკუთარ ხელში აიღოს “, – აღნიშნავს .

ნეთანიაჰუს ცნობით, ირანის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციას „ლომის ღრიალი“ ეწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა