არქივი28 თებერვალი 2026, 22:45
კაია კალასის განცხადებით, ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.
„სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტში ვარ. ირანის რეჟიმი მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებს, რაც რეგიონის ფართომასშტაბიან ომში ჩათრევის რისკს შეიცავს. ჩვენ ამას ვგმობთ“, - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი X-ზე.
მისი თქმით, „ირანის რეჟიმს არჩევანი აქვს გასაკეთებელი“.
„მნიშვნელოვანია, რომ ომი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს“, - აცხადებს კაია კალასი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.