კატარმა ირანს დაარტყა – შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ დარტყმები საუდის არაბეთმაც დაიწყოს

კა­ტარ­მა ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, – ინ­ფორ­მა­ცი­ას ის­რა­ე­ლის მე-12 არხი წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

  • მე­დი­ის ცნო­ბით, კა­ტარ­მა ირან­ში სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მას შემ­დეგ, რაც თე­ი­რან­მა სპარ­სე­თის ყუ­რის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა.

ამას­თან, ის­რა­ე­ლელ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ შე­საძ­ლოა, ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ დარ­ტყმე­ბი სა­უ­დის არა­ბეთ­მაც მალე და­ი­წყოს.

  • გუ­შინ კა­ტა­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა მა­ჯიდ ალ ან­სა­რიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ირა­ნის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ვერ დარ­ჩე­ბა უპა­სუ­ხოდ და ფასი უნდა იქ­ნას გა­დახ­დი­ლი.

კა­ტა­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლის გან­მარ­ტე­ბით, დო­ჰას არ აქვს კონ­ტაქ­ტი ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რად­გან ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია ქვეყ­ნი­სა და საკ­ვან­ძო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის დაც­ვა­ზე.

“მო­ცე­მუ­ლი მო­მენ­ტის­თვის, ჩვენ არ გვაქვს კავ­ში­რი ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რად­გან რამ­დე­ნა­დაც შე­გიძ­ლი­ათ წარ­მო­იდ­გი­ნოთ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ ჩვე­ნი ქვეყ­ნის დაც­ვით“,- გა­ნა­ცხა­და პრესს­პი­კერ­მა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ტარ­ზე თე­ი­რან­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 100-ზე მეტი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა და ასე­ვე თავ­დას­ხმა დრო­ნე­ბით, თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე კი რიგ შემ­თხვე­ვა­ში გახ­და სა­მო­ქა­ლა­ქო და კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი. მი­სი­ვე თქმით, კა­ტარ­მა მი­ი­ღო და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბი და აქვს მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცია რო­გორც აშშ-სთან, ისე გალ­ფის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან.

შე­გახ­სე­ნებთ, ირან­მა ღა­მით სა­უ­დის არა­ბე­თის დე­და­ქა­ლაქ ერ-რი­ად­ში აშშ-ის სა­ელ­ჩო­ზე თავ­დას­ხმა დრო­ნე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. თავ­დას­ხმას ხან­ძა­რი და მცი­რე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი მოჰ­ყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”