: ნატო-მ რუსეთის მიერ ბელარუსში განლაგებული საშუალო რადიუსის „ორეშნიკის“ რაკეტები ლეგიტიმურ სამიზნედ უნდა მიიჩნიოს

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ნატო-მ რუსეთის მიერ ბელარუსში განლაგებული საშუალო რადიუსის „ორეშნიკის“ რაკეტები ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ უნდა განიხილოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ ბელარუსულ ოპოზიციურ მედიასაშუალება „ზერკალოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, და ბელარუსი „შოუს“ აწყობენ „ორეშნიკის“ სისტემის ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებით, ჯერჯერობით მიწოდებულია მხოლოდ „შესაბამისი მანქანები“ და არა მთელი სისტემა.

„ჩემი აზრით, ნატო-მ „ორეშნიკი“ ლეგიტიმურ სამიზნედ უნდა მიიჩნიოს. , თავის მხრივ, შეაფასებს ამ საფრთხეს. თუმცა, მან (ალექსანდრე ლუკაშენკომ) არ უნდა ითამაშოს თამაშები, რადგან ამ ნაბიჯების შემდეგ რუსები „ორეშნიკს“ ბელარუსის ტერიტორიაზე ლუკაშენკოსთან კონსულტაციის გარეშე შეიტანენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსები და ბელარუსები ბელარუსის ტერიტორიაზე ერთობლივი წვრთნების ჩატარებას განიხილავენ.

„ვიცი, რომ ისინი საუბრობენ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე. კიდევ ერთხელ. ვნახოთ, რამდენად მასშტაბური იქნება ისინი. მაგრამ როდესაც ფართომასშტაბიანი ჩატარდა, უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა დაიწყო. ამიტომ, ეს ყველაფერი ნამდვილად დიდ რისკებს უქმნის უკრაინას და მჯერა, რომ დიდ რისკებს ჰქმნის ბელარუსებისთვისაც“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის