არქივი17 თებერვალი, 2026, 12:42
ვოლოდიმირ ზელენსკი: შეცდომაა, როცა აგრესორს რაღაცის წართმევის უფლებას აძლევ. ეს დიდი შეცდომა იყო თავიდანვე, 2014 წელს და მანამდეც, საქართველოზე თავდასხმისა და მისი რეგიონების ოკუპაციის დროს

"ეს დიდი შეცდომაა, როცა აგრესორს რაღაცის წართმევის უფლებას აძლევ. ეს დიდი შეცდომა იყო თავიდანვე, 2014 წელს და მანამდეც, საქართველოზე თავდასხმისა და მისი რეგიონების ოკუპაციის დროს - მანამდე, როდესაც ჩეჩნეთის ოკუპაცია მოხდა, რომელსაც მოჰყვა სრული განადგურება და მილიონი მსხვერპლი - დაღუპულებითა და დაჭრილებით.
ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. ამის გამო, მე არ მინდა ვიყო პრეზიდენტი, რომელიც იგივე შეცდომებს გაიმეორებს, რომლებიც ჩემმა წინამორბედებმა და სხვებმა ჩაიდინეს. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ უკრაინაზე. მე ვსაუბრობ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებზე, რომლებმაც რუსეთის მსგავს აგრესიულ ქვეყნებს მათ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცეს. პუტინს კოცნით ან ყვავილებით ვერ შეაჩერებ. მე ეს არასდროს გამიკეთებია და არ მგონია, რომ ეს სწორი გზაა. ჩემი რჩევა ყველას – ნუ გააკეთებთ ამას პუტინთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი ნაბიჯი იქნება, შემდეგ კი ხუთ წელიწადში ის აღადგენს თავის ჯარს, გაზრდის ჯარისკაცების რაოდენობას, მისი არმია კარგად იქნება გაწვრთნილი" - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.