ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

90 უკრაინელი რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს

90 უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„სახლი მხოლოდ სიტყვები არ არის. სახლი - უკრაინაა. დღეს კიდევ 90 ჩვენიანი დაბრუნდა სახლში“, - წერს ზელენსკი და აღნიშნავს, რომ მათ შორის არიან ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალების, უკრაინის შეიარაღებული ძალების, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები და მესაზღვრეები.
„ისინი, ვინც იცავდნენ მარიუპოლს, ვინც იცავდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს, ვინც იმყოფებოდა ხერსონის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ლუგანსკის მიმართულებებით“, - აცხადებს ზელენსკი

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.