ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 10 ჩვენიანის დაბრუნება შევძელით

რუსეთის ტყვეობიდან 10 უკრაინელი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„მიუხედავად ყველა სირთულისა, ჩვენ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 10 ჩვენიანის დაბრუნება შევძელით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, გათავისუფლებულ 10 მშვიდობიან მოქალაქეს შორის ერთ-ერთი ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე, ნარიმან ჯელიალია, რომელიც ყირიმში 2021 წელს დაატყვევეს.
უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, 10 მშვიდობიანი მოქალაქის გათავისუფლებით 53-ე გაცვლა დასრულდა, რომლის ფარგლებშიც სამშობლოში 100 უკრაინელი დაბრუნდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.