ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“8 საათზე მოდით პარლამენტთან, იქ დგომაზეა დამოკიდებული ჩვენი შვილების თავისუფლება” – ზვიად ცეცხლაძის მამა

“8 საათზე მოდით პარლამენტთან, იქ დგომაზეა დამოკიდებული ჩვენი შვილების თავისუფლება” – ზვიად ცეცხლაძის მამა

“რუსთაველზე წყდება საქართველოს და პოლიტიკური ტყვეების ბედი, შესაბამისად, ყოველ დღეს თუ არ მოიმატა ხალხმა, დარბევა გარდაუვალია რეჟიმის მხრიდან. როგორც კი ხალხის რაოდენობა შემცირდა, 12 საათს აღარ დაელოდნენ (წინა დღეებში 12 საათზე იწყებდნენ დასუფთავებას) და დაკავების მანქანებით და მკაცრი ხმის ტემბრით დაიწყეს ბრძანების გაცემა, რომ გაათავისუფლეთ სავალი ნაწილიო. პარლამენტის ზედა მხრიდან კი სირბილით ჩვენკენ წამოვიდნენ შავნიღბიანები, რომლებიც სპეციალურად სირბილით მოდიან, რომ შეაშინონ ხალხი. ძალიან გთხოვთ ამ დროს ნუ გარბიხართ, ხომ იცით როგორები არიან, როცა გარბიხარ, მოგსდევენ.
დღეს გაცილებით მეტი თუ არ ვიქნებით, რუსთაველს აღარ გადაგვაკეტინებენ და როგორც კი ამას მიაღწევენ ერთხელ მაინც, მერე აღარ დათმობენ რუსთაველს. პატიმრების მშობლებს და ოჯახის წევრებს, ყველას მოგიწოდებთ, გადადეთ ყველა საქმე და 8 საათზე მაინც მოდით პარლამენტთან, გარწმუნებთ, იქ დგომაზეა დამოკიდებული ჩვენი შვილების თავისუფლება”. – წერს Facebook-ზე რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.