ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„არა რუსულ დიქტატურას“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ - ამ სლოგანით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

„არა რუსულ დიქტატურას“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ - ამ სლოგანით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

„არა რუსულ დიქტატურას“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, - ამ სლოგანით რუსთაველის­ გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.
მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლამდე ორ ლოკაციაზე - ევროპის მოედანზე და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. უწყვეტი პროტესტის მე-80 დღესაც მოთხოვნა უცვლელია - ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება. საპროტესტო აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.
აქციის მონაწილეებს სხვადასხვა წარწერებით ბანერები - „რუსეთი ჩვენი საერთო მტერია“, „ახალ და სამართლიან არჩევნებს ვითხოვთ“, „სიტყვის თავისუფლება არ დათმო“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა ტყვეს“ - უჭირავთ.
„ჩვენი მარში აქ დასრულდა. სამწუხაროდ, სცენის გაკეთების საშუალება არ მოგვცეს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. თუმცა, ცოტა ხანში, გაკეთდება პატარა სცენა, სადაც გაგაცნობთ პატიმრების წერილებს”, - მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.