არქივი12 თებერვალი 2025, 01:52
რეჟიმის პატიმრის ზვიად ცეცხლაძის მამა პოლიციამ 5 000 ლარით დააჯარიმა

რეჟიმის პატიმრის ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურა ცეცხლაძის თქმით, სახლთან 6-7 პოლიციელი დახვდა და 5 000-ლარიანი საჯარიმო ოქმი გადასცეს.
ზურა ცეცხლაძე Facebook-ზე წერს, მას 8 თებერვალს, პარლამენტთან გზის გადაკეტვას ედავებიან.
"გვიან ღამე მშვიდობის, ტვ პირველზე ეტყობა ეფექტური გამოსვლა მქონდა, შესაბამისად, სახლთან დამხვდა 6-7 პოლიციელი და ჩამაბარეს 5 000 ლარიანი საჯარიმო ოქმი, 8 თებერვალს პარლამენტთან გზის გადაკეტვას მედავებიან. ახლა ნახონ ამათ როგორ ვათრიო სასამართლოებში. ბრძოლა ბოლომდე, გავიმარჯვებთ სახელოვნად", - წერს ზურა ცეცხლაძე.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.