7 ნოემბრის აქციის ორგანიზატორი, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც იყო, რომელმაც, ბუნებრივია, უნდა თქვას, იყო თუ არა ის რუსეთიდან მართული – ბექა ოდიშარია

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ, 7 ნოემბერთან დაკავშირებით, სააკაშვილმა საერთოდ არაფერი უნდა თქვას, რადგან, ოდიშარიას თქმით, ეს დღე სწორედ მისი მართული იყო.
ამასთან, როგორც ბექა ოდიშარია აცხადებს, 7 ნოემბრის ორგანიზატორი სალომე ზურაბიშვილიც იყო და სწორედ ამიტომ, მან დღეს უნდა განმარტოს, იყო თუ არა ის რუსეთიდან მართული:
“7 ნოემბერთან დაკავშირებით, სააკაშვილის ადგილას, საერთოდ პირს დავხურავდი, რადგან 7 ნოემბერი მის მიერ იყო მართული. ასევე, თუ გახსოვთ მისი სამარცხვინო განცხადება, რომ თურმე დარბევის დროს ეძინა – გჯერათ ამის? კაცს საერთოდ არ ეძინა ხოლმე ღამე და რას ჩადიოდა, არავინ იცის. 7 ნოემბერს კი, როდესაც გაცემული იყო ბრძანება, რომ სამაგალითოდ სისხლით უნდა მოერეცხათ რუსთაველის გამზირი – მაშინ სააკაშვილს ეძინა? არა, ის მართავდა ამ ყველაფერს.
ახლა იმის თქმა, რომ ეს იყო ბადრი პატარკაციშვილისა და მის უკან მდგომი რუსეთის ხელით მართული, ეს კიდევ ერთი უსინდისობაა. ამ აქციის ორგანიზატორი, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელმაც, ბუნებრივია, უნდა თქვას, იყო თუ არა ის რუსეთიდან მართული,”- აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული