გამოიკითხება თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი – პრეზიდენტი ექსპრეზიდნეტის განცხადებებზე ჯერ დუმს

გამოიკითხებიან თუ არა 2007 წლის აქციის ორგანიზატორები, მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი, ჯერ უცნობია. თემა აქტუალური ექსპრეზიდენტის, ს სასამართლოზე გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა. სახელისუფლებო პარტიაშია საუბრობენ, როგორი უნდა იყოს სამართლებრივ რეაგირება, თუმცა მიაჩნიათ, რომ “ფეესბესთან” კავშირში დადანაშაულება, მძიმე ბრალდებაა და მას პასუხი სჭირდება.
სააკაშვილის ბრალდებაზე არანაირი რეაგირება სალომე ზურაბიშვილს ჯერ-ჯერობით არ ჰქონია. 16 წლის წინანდელ მოვლენებზე, პოზიცია უცვლელია ”ნაციონალური მოძრაობაში”. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ამტკიცებენ, რომ 7 ნოემბრის აქციის დაგეგმვის მიღმა, სწორედ რუსული ინტერესი იდგა და ეს მტკიცებულებებითაა გამყარებული. ოპოზიციის ნაწილისთვის, ს შესაძლო გამოკითხვის თემა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია.

2007 წლის აქციაზე და მიტინგის დარბევის მიზეზებზე, მიხეილ სააკაშვილმა სწორედ 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, რომ მაშინდელი ოპოზიცია საქართველოში რუსულ საქმეს ემსახურებოდა, მმართველი პარტიის თქმით, მინიმუმ ამ პოლიტიკოსების მხრიდან შესაბამის შეფასებას იმსახურებს.

გამოიკითხება თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი ან აქციის სხვა ორგანიზატორები ჯერ-ჯერობით უცნობია. თავად ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ბრალდება 7ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. ამ საქმეში სააკაშვილთან ერთად, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავაა არიან ბრალდებულები.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი