გამოიკითხება თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი – მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ლოგიკურია საზოგადოებამ მისი პოზიცია მოისმინოს

გამოიკითხება თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი – კითხვა აქტუალური მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ გახდა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ლოგიკურია საზოგადოებამ მათი პოზიცია მოისმინოს.
“როდესაც ამას აბრალებს ორგანიზატორებს და მათ შორის ზოგიერთი ორგანიზატორი შეხმატკბილებულია “ნაციონალური მოძრაობასთან”, ლოგიკურია, რომ საზოგადოებამ მათი პოზიციები მოისმინოს არიან ვინმეს აგენტები, თუ არა. გვახსოვს, რომ მაშინ ოპოზიციაში იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” უპირისპირდებოდა. და ისინი ზურაბიშვილს აგენტს უწოდებდნენ. თუმცა, ცოტა ხმის წინ შეიცვალა მათი პოზიციები და მოკავშირეები გახდნენ. საზოგადოებისთვის ასევ საინტერესო იქნება სალომე ზურაბიშვილის პოზიცია 7 ნოემბერთან დაკავშირებით,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.
ბოლო სასამართლო პროცესზე, სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა და “ეფესბეს” კვალზე ისაუბრა, რის შემდეგაც განცხადება გოგა ხაინდრავამ გააკეთა და მოითხოვა მასთან ერთად, დაიკითხონ 7 ნოემბრის აქციის ორგანიზატორები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, დავით უსუფაშვილი, გუბაზ სანიკიძე და მაშინდელი ოპოზიციის სხვა ლიდერები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული