არქივი18 სექტემბერი, 2024, 19:22
35 წლის პერიშიჩი კარიერას პსვ-ში გააგრძელებს

ხორვატიის ნაკრების 35 ნახევარმცველი ივან პერიშიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით პსვ-ში გადავიდა, - ამის შესახებ კლუბის საიტი იტყობინება.
ნიდერლანდურმა კლუბმა პერიშიჩს ერთწლიანი კონტრქტი გაუფორმა. ის ბოლოს "ჰაიდუკში" თამაშობდა, რომელიც მწვრთნელთან, ჯენარო გატუზოსთან კონფლიქტის გამო დატოვა.
"იმისათვის, რათა ასეთი გამოცდილება გქონდეს, კარგი ფეხბურთელი უნდა იყო, რომელიც თითქმის ყოველთვის ფორმაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ შედეგს ვერ მიაღწევ", - თქვა პსვ-ის დირექტორმა ერნესტ სტიუარტმა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.