არქივი23 სექტემბერი, 2024, 17:25
ვახტანგ სალია კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს

"ლელო"-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელი ვახტანგ სალია კარიერას პრემიერლიგის კლუბ "ნიუკასლში" გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, კონტრაქტი ხანგრძლივ თანამშრომლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მისი ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, სალია ერთი სეზონის განმავლობაში ისევ "დინამოში" დარჩება და ამის შემდეგ შეუერთდება "ნიუკასლს".
სალია თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია.
შეგახსენებთ, წარსულში "ნიუკასლის" ღირსებას თემურ ქეცბაია და ზურაბ ხიზანიშვილი იცავდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.