ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარსიალი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

მარსიალი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი ანტონი მარსიალი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფრანგი კონტრაქტს აეკ-თან გააფორმებს. რომანოს ინფორმაციით, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მარსიალი კონტრაქტს მოაწერს ხელს.
შეგახსენებთ, 28 წლის ფორვარდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2015 წლიდან იცავდა და "წითელი ეშმაკები" გასული სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მარსიალმა "მანკუნიანელთა" რიგებში 209 მატჩი გამართა და თავი 63 გოლით გამოიჩინა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.