34 დაღუპულს შორის 2 ბავშვია – სუმის ავიადარტყმებისას დაშავდა 117 ადამიანი, მათ შორის, 15 ბავშვი

13 აპრილის საღამოს მონაცემებით, დაშავებულია 117 მოქალაქე, მათ შორის, 15 ბავშვი.
სერგეი კრივოშეენკო, საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ უმეტესი ადამიანის სიკვდილი და დაშავება სუმის მიმართულებით გაშვებულმა მეორე რაკეტამ გამოიწვია:
„ეს რაკეტა, დიდი ალბათობით, სავსე იყო ნამსხვრევებით, რომელიც ჰაერშივე აფეთქდა, რათა მაქსიმალურად მეტი ზიანი მიეყენებინა მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმ მომენტში ქალაქის ქუჩებში იყვნენ. წინასწარი დასკვნებით, მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა სწორედ ამ დამაზიანებელი ნამსხვრევების გამო დაიღუპა. აფეთქება მოხდა საცხოვრებელ უბანში, სადაც არის სასწავლო დაწესებულებები, მაღაზიები. ტერორისტების ასეთი საქციელი მიუთითებს დაგეგმილ შეტევაზე სამოქალაქო ობიექტებისა და ქუჩებში, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“, – ამბობს სერგეი კრივოშეენკო.
13 აპრილს, მართლმადიდებლური დღესასწაულის, ბზობის დილას რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ცენტრზე ორი ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს იერიში.
რუსეთის არმიის მიერ სუმიზე განხორციელებულ თავდასხმა დაგმეს ევროპელმა ლიდერებმა.
სისხლისმღვრელ ავიაიერიშს გამოეხმაურა ამერიკაც.
უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე რუსეთის ძალებმა დარტყმა განახორციელეს მარტის ბოლოსაც, რა დროსაც დაიჭრა სულ მცირე 65 ადამიანი, მათგან 14 ბავშვი.
აპრილის დასაწყისში კი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს კრივოი როგზე. სარაკეტო იერიშს 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 9 ბავშვი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს