„ღირსების ყველა საზღვარს არღვევს“ – ტრამპის წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში სუმიზე თავდასხმას გმობს

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი 13 აპრილს, უკრაინის სუმის ცენტრზდე განხორციელებულ ავიადარტყმას სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება და წერს, რომ რუსეთი „ღირსების ყველა საზღვარს“ არღვევს:
„რუსეთის შეიარაღებული ძალების დღევანდელი თავდასხმა სუმიში სამოქალაქო ობიექტებზე, ბზობის კვირას, არღვევს ღირსების ყველა საზღვარს. დაიღუპა და დაშავდა ათეულობით სამოქალაქო პირი. როგორც ყოფილმა სამხედრომ, კარგად მესმის, რა არის დამიზნება და ეს არასწორია. ამიტომაც არ იშურებს ძალას პრეზიდენტი ტრამპი, რომ ამ ომს წერტილი დაუსვას“.
რუსეთის არმიის მიერ სუმიზე განხორციელებულ თავდასხმა დაგმეს ევროპელმა ლიდერებმაც.
13 აპრილს, მართლმადიდებლური დღესასწაულის, ბზობის დილას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ცენტრზე ორი ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს იერიში.
საღამოს 18 საათის მონაცემებით, ქალაქ სუმიში დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, მათ შორისაა 2 ბავშვი. 99-ს მიაღწია დაშავებულთა რაოდენობამ, რომელთაგან 11 ბავშვია.
უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე რუსეთის ძალებმა დარტყმა განახორციელეს მარტის ბოლოსაც, რა დროსაც დაიჭრა სულ მცირე 65 ადამიანი, მათგან 14 ბავშვი.
აპრილის დასაწყისში კი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს კრივოი როგზე. სარაკეტო იერიშს 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 9 ბავშვი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს