უკრაინის შსს-ს ცნობით, სუმის ცენტრზე იერიშს 21 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია – 20

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, 13 აპრილს, უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე განხორციელებულ ავიადარტყმას 21 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 20 მოქალაქე.
ამ დროისათვის ქალაქში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე განხორციელებულ ავიადარტყმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი :
„მტრის რაკეტებმა დაარტყეს ქალაქის ერთ ჩვეულებრივ ქუჩას, სადაც ძირითადად საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებებია… და ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც ადამიანები მიდიან ეკლესიაში, ბზობის კვირას…მხოლოდ ნაძირალას შეუძლია ასე მოქმედება, რომელსაც მიაქვს რიგითი მოქალაქეების სიცოცხლეები“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე რუსეთის ძალებმა დარტყმა განახორციელეს მარტის ბოლოსაც, რა დროსაც დაიჭრა სულ მცირე 65 ადამიანი, მათგან 14 ბავშვი.
აპრილის დასაწყისში კი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს კრივოი როგზე. სარაკეტო იერიშს 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 9 ბავშვი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია