ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

$3 ტრლნ-ზე მეტი მოხმარდა დანაშაულის დაფინანსებას - Nasdaq

2023 წელს, გლობალური ფინანსური სისტემის მეშვეობით, დაახლოებით $3,1 ტრლნ-ის უკანონო სახსრები მოხმარდა დანაშაულებრივი ქმედებების დაფინანსებას. ამის შესახებ Nasdaq-ის საფონდო ბირჟის ანგარიშშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ გლობალური ფინანსური სისტემის მეშვეობით გათეთრებული უკანონო თანხები ყველაზე ხშირად მიმართული იყო ადამიანებისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ტერორიზმის დასაფინანსებლად.
მთლიანობაში, 3 ტრილიონ დოლარზე მეტი უკანონო სახსრებიდან Nasdaq-მა აღმოაჩინა, რომ 782,9 მილიარდი დოლარი უკავშირდებოდა ნარკოტიკებით ვაჭრობას, ხოლო 346,7 მილიარდი დოლარი იყო დაკავშირებული ადამიანებით ვაჭრობასთან. გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დაახლოებით 11,5 მილიარდი დოლარი გამოიყენეს ტერორიზმის დასაფინანსებლად. ასევე, 485 მილიარდ დოლარზე მეტი დაიკარგა თაღლითური სქემებისა და საბანკო თაღლითობის გამო.
ფინანსური დანაშაულის შემაძრწუნებელი მასშტაბის ხაზგასმით, მოხსენებაში მოცემულია აზრები, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა.
Nasdaq-ის ფინანსური დანაშაულების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ბრენდან ბრაზერსმა განაცხადა, რომ ეს ანგარიში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფინანსური დანაშაულის მასშტაბის გასაგებად და სურთ, მთელი ეკოსისტემა გააერთიანონ, რომ ახალი გზები იპოვონ ამ პრობლემის გადასაჭრელად.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.