ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2023 წლის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვარზე 700-ზე მეტი კანონდამრღვევი დააკავეს - Апсныпресс

2023 წელს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვარზე 700-ზე მეტი ე.წ. აფხაზეთის სასაზღვრო კანონმდებლობის დამრღვევი დააკავეს. ამის შესახებ АПСНЫПРЕСС-ი წერს.
აღნიშნული დანაშაულის - „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ საფუძველზე 15 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ე.წ. აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე სხვადასხვა მიზნით ტვირთის უკანონო გადატანის 30 მცდელობა აღკვეთეს: ამოღებულია 900-ზე მეტი შეკვრა თამბაქოს ნაწარმი და 6 ცალი მაინინგის აღჭურვილობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. აფხაზეთის კანონმდებლობის შესაბამისად უკანონო საქმიანობის ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართული პირების მიმართ სამართლებრივი ზომები განხორციელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.